„ჩემი ცოლის დაქალების“ ლუნამ რონოპლასტიკა გაიკეთა

0
2446

„ჩემი ცოლის დაქალებში“ ლუნას როლის შესმრულებელმა ქეთი ხუციშვილმა რინოპლასტიკას მიმართა. როგორც თავად წერს, ბავშვობაში ძალიან ცელქი იყო და ერთ-ერთი გართობისას ცხვირი დაიზიანა, რის შედეგადაც კეხი ამოუვიდა.

ქეთი ხუციშვილი:

„ბავშვობაში ჩემი საყვარელი გასართობი იყო კიბეზე თავით დაშვება და საერთოდ, ყველანაირი აქტივობა, რაც ბოლოს ჩემი ღრიალით მთავრდებოდა. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი ჩემს ცხვირზე კეხად ამოიზარდა. მე ჯიუტი და პრინციპული ბავშვი ვიყავი და არც მერე მითქვამს უარი ასეთ გასართობებზე. პოლიკლინიკა ჩემი კორპუსის პირველ სართულზე იყო და რა მენაღვლებოდა, გიჟდებოდნენ ჩემზე. აი, ჩვენი გოგო მოვიდაო და მეც ხან თავპირაბინტული ამოვყავდი სახლში, ხან ლავიწშეხვეული, ხან კოჭამობრუნებული.

შიშის გამო არასდროს მიფიქრია კორექციის გაკეთება, სანამ საოცარ ქირურგ-სკულპტორს არ გადავაწყდი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ძლიერი პლასტიკური ქირურგი გვყავს, ერთი წამით არ მიყოყმანია. იმ დღესვე გადავწყვიტე, ან ეს ბიჭი გამიკეთებს ოპერაციას ან არავინ, ან ახლა, ან არასდროს-მეთქი.

მოკლედ, ქალაქში გვყავს დიმიტრი გელოვანი კი არა, თენგო ჩიკვაიძე – ჩემი ოქროსხელება იუველირი ქირურგი, მხატვარი, მუსიკოსი და ინტელექტუალი, რომელსაც დიდ მადლობას ვუხდი, რომ დამაბრუნა ბუდეში და დამამსგავსა ოჯახის წევრებს და საერთო სანათესაოს.

ასევე უნდა ავღნიშნო საოცარი ანესთეზიოლოგი დათო აბულაშვილი, რომელმაც საერთოდ ამაცილა წინასაოპერაციო მომზადებისა და საოპერაციო ოთახის სტრესებს. ვიწექი ჩემთვის კოხტად პალატაში, ველოდებოდი როდის გამიყვანდნენ, მეტი აღარაფერი მახსოვს – აჩნულას, გიფს! თვალი რო გავახილე, იმავე პალატაში ვიწექი და ისევ ველოდებოდი როდის გამიყვანდნენ საოპერაციოდ, სანამ არ მითხრეს ბოლო გაჩერებაა შვილო, ჩამოვედითო“.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here