კულუარებში ამაზე დიდი ხანია, საუბრობენ, მაგრამ გუშინ გავრცელებულმა პირველმა ანონსმა უკვე დაადასტურა, რომ “ფორმულა კრეატივი“ ახალ სერიალზე მუშაობს, რომელიც დღის სინათლეს “რუსთავი 2“-ის ეთერში მალე იხილავს.
“ხელოვნური სუნთქვის“ შექმნაზე ზუსტად ის გუნდი მუშაობს, რომელმაც “ჩემი ცოლის დაქალები“ შექმნა. ვიდეოდან ჩანს, რომ ერთ-ერთ მთავარ როლს მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანი შეასრულებს. სერიალი კი ექიმების შესახებ მოგვითხრობს.
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოში მსგავსი ტიპის სერიალები ძალიან პოპულარულია, ვივარაუდებთ, რომ საქართველოშიც ეს თემა მაყურებელს საკმაოდ დააინტერესებს.
[jwplayer mediaid=”15531”]