ნინა წკრიალაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და წერს, რომ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღება დაწყებულია. სერიალის მერვე სეზონი იანვარში დაგვემშვიდობა. შემდეგ მათ კასტინგი გამოაცხადეს. როგორც ჩანს, ახალ სეზონზე საკმაოდ ბევრ ახალ სახესაც ვიხილავთ, პერსონაჟებს თავიანთი საინტერესო და ამაღელვებელი ამბებით.
სერიალი “რუსთავი 2“-ის ეთერს მარტში დაუბრუნდება, მანამდე კი გადამღები ჯგუფი მუშაობას უკვე შეუდგა.