„ჩემი ცოლის დაქალების“ ფინალი ეთერში დღეს გავა – არის თუ არა გრიშა კაკაჩიას შვილი თემურ ძიგუა

0
2400

„ჩემი ცოლის დაქალების“ მე-11 სეზონის ფინალი დღეს საღამოს გავა „რუსთავი 2“-ის ეთერში. გრიშა კაკაჩია გაიგებს, არის თუ არა მართლა მისი შვილი თემურ ძიგუა. ამ ეპიზოდს სერიალის მაყურებელი ყველაზე მოუთმენლად ელის. სერიალის სცენარისტს, ქეთი დევდარიანს ყველაზე მეტ კითხვას სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით უსვამდნენ, ისევე, როგორც ამ ორი პერსონაჟის მთავარი როლების შემსრულებლებს.

სერიალის მსახიობებმა „ჩემი ცოლის დაქალების“ ფინალი ერთ-ერთ კაფეში აღნიშნეს. მარიშკა ჯავახაძე, ნანუკა გულუა, ბუბა მათნაძე, შოთიკო ნოზაძე და ქეთი ხუციშვილი სხვა მსახიობებთან ერთად შეიკრიბნენ. მათ უკვე აღარ აქვთ გადაღებები. სერიალი არდადეგებს იწყებს. ჯერჯერობით უცნობია, როდიდან გავა ეთერში მეთორმეტე სეზონი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here