„ჩემი ცოლის დაქალების“ 21 წლის ხმის რეჟისორი და კარიერის პირველი ნაბიჯები – ახალი სახე საბა აბრამიძე

0
2470

ქართულ მუსიკალურ სივრცეში ახალი სახელი – საბა აბრამიძე გამოჩნდა. 21 წლის ახალბედა დიჯეიმ უკვე მოახერხა და  მსმენელს საკუთარი მუსიკით თავი დაამახსოვრა. მიუხედავად ასაკისა, თავი ბევრ ამპლუაში გამოსცადა. პირველად  „მანსანკანის“ წევრი იყო და როგორც თავად ამბობს, სერიოზულად ფიქრობდა  სამსახიობო კარიერაზე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კი ის „კომედი არხში“ ხმის რეჟისორად მუშაობდა.

ამის შემდეგ  თავი ახალ გარემოში გამოსცადა და დღეისათვის ყველაზე პოპულარული სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ხმის რეჟისორიც გახლდათ. ამჟამად, მეგობართან ერთად  ხმის ჩამწერი სტუდია აქვს. მიუხედავად სხვადასხვა გარემოში წამოწყებული ახალი საქმიანობებისა, სულ ცდილობდა, საკუთარი თავი  ზუსტად იმ პროფესიაში აღმოეჩინა, სადაც თავს ყველაზე კარგად იგრძნობდა. საბას თქმით, დიჯეინგის საქმიანობა სწორად გადადგმული ნაბიჯია და არის ის საქმე, რასაც მთელ ცხოვრებას დაუკავშირებს. მსმენელს ჰპირდება, რომ  მუდმივად ახალი კომპოზიციებით გაანებივრებს. ზაფხულისთვის ია ტომაშთან ერთად ახალ სიმღერაზე მუშაობს, ტექსტის ავტორი თავად არის.

დიჯეი საბას ზაფხულის ცხელი დღეები უკვე დაგეგმილი აქვს. მსმენელს გემოვნებიან მუსიკასთან ერთად,  დასამახსოვრებელ საღამოებს ჰპირდება. ბათუმში დაგეგმილ ივენთებამდე კი ის  თბილისში არსებულ სხვადასხვა კლუბში შეგხვდებათ.  უახლოესი ივენთი „The Roof“-ის გახსნაა, სადაც ის 14 ივნისს  ჯგუფ „Nonstop“-ის ლაივის შემდეგ დაუკრავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here