მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში სკანდალურ სტატუსს ავრცელებს:
“ხშირად არ ვწერ სტატუსებს. არ ვიცი რა დავწერო ხოლმე, რამდენად სწორად გამოვხატავ საკუთარ თავს.
ჩვენ ქართველებს,თანამედროვე ქართველებს, გვახასიათებს რამდენიმე მკვეთრად გამოხატული თვისება. სანამ კბილი არ მოგძვრება,მანამდე არ მიხვალ ექიმთან. სანამ ტრა…იდან ბოლი არ გაგივა, მანამდე არ მიხვალ ექიმთან. სანამ კუჭს ხელით არ დაიჭერ,მანამდე არ მიხვალ ექიმთან.
ასევეა პოლიტიკაში,ოჯახში,სამეგობროში თუ სამსახურში. არ დაიჯერებ სანამ,შენ სახლში არ შემოვა კორუფცია. არ დაიჯერებ სანამ, ცოცხს არ იგრძნობ ტრაკ…ში.
არ დაიჯერებ სანამ, რუსეთის ფედერაციაში არ შეხვალ (გეოგრაფიულად თუ ვეღარ,სულიერად მაინც). ვერ დაიჯერებ სანამ, არ გამოგწურავენ ბოლომდე ყველაფერს რაც ღირებულია და
რისთვისაც ღირს ცხოვრება.
ვუსურვებ ყველას მეტ თავდაჯერებულობას და საკუთარი ღერძის ირგვლივ ტრიალს. სიძულვილი დაღუპავს საქართველოს. პატივისცემით გიორგი ბოჭორიშვილი” – წერს გიორგი.