13 მარტიდან, ყოველ შაბათსა და კვირას, „ფორმულას“ ეთერში ბრუნდება პოპულარული ქართული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“. სერიალის მე-17 სეზონის პრომოვიდეო უკვე გავრცელდა. უკვე ცნობილია, რომ რამდენიმე პერსონაჟი ახალი სეზონიდან სერიალს დაუბრუნდება, მათ შორის შოთიკო ნოზაძისა და ზურა ნიჟარაძის გმირებიც, თენგო და მერაბ დარჩია, რომლებიც მაყურებელმა შეიყვარა და ძალიან მოენატრა.
როგორც სერიალის შემქმნელები ამბობენ, „ჩემი ცოლის დაქალებში“ ახალი სეზონიდან სიახლეები იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა გამოწვევებია ზოგადად ქვეყანაში. „ამ მხრივ საქართველო ნამდვილად არ მოგვაწყენს და ეს იგრძნობა… მათი მიღებული კანონები ისახება უარყოფითად და ვცდილობ, ეს უარყოფითი ენერგია გადავაქციო სასაცილო ამბებად და ასე მაინც დავუბრუნო პასუხი…“, აღნიშნავს სცენარისტი ქეთი დევდარიანი ბაია დვალიშვილთან ინტერვიუში.