„ჩემი ცოლის დაქალები“ 4 მარტს უნდა დაწყებულიყო. გადამღები ჯგუფი მეთერთმეტე სეზონის პირველი სერიებისთვის სამეგრელოში გაეშურა, ნორა ბებიას დაკრძალვის ეპიზოდების გადასაღებად. სერიალის დაწყებამ ერთი კვირით გადაიწია და ცნობილი გახდა, რომ პირველი სერიის ნახვის შესაძლებლობა მაყურებელს „რუსთავი 2“-ის ეთერში პარასკევს, 10 მარტს, 23:00 საათზე ექნება.
„ჩცდ“-ს „ფეისბუქის“ გვერდზე პირველი სერიის ანონსიც გამოჩნდა, სადაც ჩანს, როგორ გლოვობენ ნორა ბებიას.
რასაკვირველია, ანონსის დადებას მოჰყვა კმაყოფილი და უკმაყოფილო მაყურებლების წინასწარი შეფასებებიც:
„ამოვისუნთქე, ამდენ ხანს სად იყავით, ტვინი წაიღო ამდენმა ნეგატიურმა და დაძაბულმა ამბავმა. მეტი პოზიტივი, მეტი„ ჩემი ცოლის დაქალები“. ნეტა, ყოველდღე გავიდეს რა, ინდურ და თურქულ სერიალებს აღარ ჯობია? კარგ ხასიათზე ვდგები, რომ უყურებ…“
„კი, მაგრამ, ამ ულამაზესად მოვლილი ეზოების კუთხეში სად იპოვეთ ასეთი ატალახებული და გაუბედურებული ეზო, ისიც მილიონერის ოჯახში?“
„კარგი სერიალია მართლაც. ქოცებსაც კი გვევასება…“
„ჯობდა ეს გასვენება არ გადაგეღოთ ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ წინა კვირას ვუყურე ბოლო სეზონის ბოლო სერიას. მეათე სეზონის პრომო მართლა ბომბი იყო!“
„გვეშველა, როგორც იქნა… ამოგვხდა სული ლოდინით“
„კარგია ისევ ეკრანზე რომ ხართ, წარმატებები“
https://www.facebook.com/chemicolisdaqalebi/videos/1612870415432650/?autoplay_reason=gatekeeper&video_container_type=0&video_creator_product_type=2&app_id=2392950137&live_video_guests=0