“ჩემი ბილეთი ოპერაში” და “სტუდენტური ბილეთები“ – 2 ახალი ინიციატივა ოპერისა და ბალეტის მოყვრულებისთვის

0
30

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 2 ახალ ინიციატივასთან – “ჩემი ბილეთი ოპერაში“- ახალ პროექტსა და “სტუდენტურ ბილეთებთან“ დაკავშირებით პრესკონფერენცია მოეწყო. პრესკონფერენცია თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა და საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილმა გამართეს.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის ინიციატივით, ოპერაში ამოქმედდა ახალი პროქტი “ჩემი ბილეთი ოპერაში“, რაც გულისხმობს, რომ სეზონზე ერთი ან ორი საოპერო და საბალეტო სპექტაკლის ბილეთები სპეციალური ფასდაკლებით გაიყიდება. პირველი ასეთი სპექტაკლი “ატილა“ იქნება.

სწორედ ამ პროექტის ფარგლებში – “ჩემი ბილეთი ოპერაში“ – 17 მარტს, ქართველი სოლისტების შესრულებით დაგეგმილ “ატილას“ მესამე საპრემიერო ჩვენებაზე დასასწრები ბილეთების ღირებულება 10 ლარიდან დაიწყება და მხოლოდ 25 ლარს მიაღწევს.

ასევე, ოპერაში ამოქმედდა სტუდენტური ბილეთები, რომელიც ქვეყნის ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მათთვის საოპერო და საბალეტო სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 7, ხოლო პრემიერაზე 10 ლარი იქნება.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ სტუდენდური ბილეთები კიდევ უფრო მეტად გაზრდის ახალგაზრდების ინტერესს ოპერისა და ბალეტისადმი და ასევე, საშუალებას მისცემს ნებისმიერ მსურველს ისარგებლოს სპეციალური შემოთავაზებით და ჰქონდეს “ჩემი ბილეთი ოპერაში“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here