„ჩემი აღარა ხარ, მორჩა“ სტეფანეს შესრულებით ინტერნეტს იპყრობს (ვიდეო)

0
3002

მამუკა ჩარკვიანის ცნობილი სიმღერა „ჩემი აღარა ხარ, მორჩა“ სტეფანე მღებრიშვილმა 31 დეკემბერს მსმენელს ახლებურად და ძალიან საინტერესოდ წარუდგინა. ვერსია მართლაც განსხვავებულია და მის შექმნაზე ქვეყნის საუკეთესო მუსიკოსებმა იმუშავეს. სტეფანემ ის ცოცხლად ნიკოლოზ რაჭველთან და ორკესტრთან ერთად „რუსთავი 2“-ის საახალწლო კონცერტზე შეასრულა. მეორე დღეს კი, „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოჩნდა იმავე სიმღერით, როცა თენგოსა და მისი ამალის ახალი წლის აღნიშვნას შეუერთდა და ლუნა საცეკვაოდ გამოიწვია.

მოგვიანებით მომღერალმა ფოტო დადო შოთიკო ნოზაძესა (თენგო) და ქეთი ხუციშვილთან (ლუნა) ერთად და დააწერა, რომ ფოტო საკუთარ ფავორიტ მსახიობებთან ერთად გადაიღო. იხილეთ სრულად (ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here