მომღერალი და პროდიუსერი, სტეფანე მღებრიშვილი, იმ მუსიკოსების რიგს მიეკუთვნება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებული თუ არ არსებული შოუბიზნესის განვითარებაზე ზრუნავენ. თუმცა ამჯერად მის ახალ ნამუშევარს შევეხებით. მამუკა ჩარკვიანის ცნობილი სიმღერა „ჩემი აღარა ხარ, მორჩა“ სტეფანე მღებრიშვილმა 31 დეკემბერს, მსმენელს ახლებურად და ძალიან საინტერესოდ წარუდგინა. ვერსია მართლაც განსხვავებულია და მის შექმნაზე, ქვეყნის საუკეთესო მუსიკოსებმა იმუშავეს. სიმღერამ პოპულარობა „ჩემი ცოლის დაქალებში“ გაჟღერებით მოიპოვა.