„ჩცდ“-ს მაყურებლის რეაქცია ფინალურ სერიაზე – „ხალხი სისხლს, მსხვერპლს ელოდებოდა…“

0
1328

„ჩემი ცოლის დაქალების“ მე-14 სეზონის ფინალურმა სერიამ ისევ აალაპარაკა მთელი საქართველო, როგორც დანარჩენმა წინა ეპიზოდებმა ზაზასა და ქეთის შესახებ. ზაზამ მეუღლისგან გაიგო ღალატის ამბავი, თუმცა ისე არ მოიქცა, როგორც მისგან ყველა ელოდებოდა. ქეთი არც უცემია, მისთვის არც უგინებია, ვერც ის მოასწრო, რომ ექიმი აჩიკო ეცემა, რადგან ის ცოლ-შვილთან ერთად იყო… „მაპატია, მაგრამ არ შემირიგდა“, უთხრა დაქალებს ქეთიმ მას შემდეგ, რაც ზაზა თინას სახლიდან წავიდა.

ბოლოს ზაზას მიერ ქეთისთვის გაგზავნილმა მესიჯმა: „მე უფრო გიყვარდი თუ ის“ და ქეთის პასუხმა „შენ“, მაყურებელს ისევ გაუჩინა იმედი, რომ წყვილი შერიგდება, თუმცა საზოგადოების ნაწილისთვის შერიგება მიუღებელია. ზაზას საქციელს, ძირითადად, კაცები არ უწონებენ.

კომენტარებში ამ ურთიერთობას რეალურივით აფასებენ და წერენ:

„ზაზა გამოიყვანეს უთავმოყვარეო კაცი და ბოზობა გააპრავეს, საზოგადოება აღფრთოვანებულია“

„არ აღელდეთ ახლა და არ მიწეროთ ყოფილებს“

„ძალიან კარგი დასასრული იყო, ზაზას პერსონაჟისგან ჯანსაღად მოაზროვნე ტიპი რომ შეიქმნა)) პატიება რომ შეუძლია ადამიანს ბევრს მეტყველებს მის პიროვნებაზე. კარგი აქცენტი გააკეთა სცენარისტმა“

„სცენარისტს ვაგინებდი დიდი სიამოვნებით, ეთიკა რომ არ მიშლიდეს ხელს) ხალხს აჩვევენ რომ ყველაფრის პატიება შეიძლება, თუნდაც ღალატის!!! მთავარი ხომ ისაა, რომ ყველაფერი ცისარტყელა ელგეპეტე ფერებში დავინახოთ!!!“

„ყველა ვინც წერს, რატო აპატიაო, გასაკვირია. ცხოვრბაშიც ასეა რო მოეკლა მერე ხო იტყოდით, საწყალიო“

„გიორგი ბოჭორიშვილი საუკეთესო მსახიობია. ზაზას როლს ბრწყინვალედ ასრულებს. ისედაც ზაზას ფანი ვარ“

„ისე აჩიკოს ერთი მუშტი რომ მოხვედროდა ზაზასგან, მეც მეამებოდა და ზაზასაც ცოტა მოეშვებოდა… არააა?“

„აუუ, დევდარიანმა გაიხაროს რომ არ გამიმწარა უახლოესი ერთი კვირა ამ ისტორიის ტრაგიკული დასასრულით“

„რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ქეთა ამ საქციელით ზაზას თვალში ამაღლდა როგორც პიროვნება, როგორც – ქალი.

წესისამებრ, ზაზა ამ ქალს აღარ დაუბრუნდება ( თავმოყვარეობის საკითხია და კიდევ მომავალში ათასი ეჭვიანობის სცენების არ მოწყობის გამო), მაგრამ ის მისი ყველაზე სასურველი ქალი იქნება დედამიწაზე“.

„რადგან ზაზამ აპატია, იმას არ ნიშნავს რომ თქვენც გაპატიებენ :დდ ასე რომ ერთგულები იყავით! დდ“

„ვიცოდი, დევდარიანმა ქართული მწარე რეალობა დაგვანახა, სამწუხაროდ, დარჩა ზაზა პატარა რქებუნებით… მათი შერიგების მომხრები არ შემეხმიანოთ, არ მიყვარს რქებდადგმულები“

„ხალხი სისხლს, მსხვერპლს ელოდებოდა რადგანაც ჩვენს გონებაში ასეტი სიტუაციები სულ მკვლელობით უნდა დასრულდეს… გაუცრუვდა ბევრს იმედი“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here