საერთაშორისო მუსიკოსების ვიზიტი საქართველოში უკვე უცხოს არავისთვის წარმოადგენს. ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო მუსიკალური მოვლენების რუქაზე ოქროს ასოებით მოინიშნა. ამჯერად ქართველი მელომანები და არა მარტო ისინი სერ ელტონ ჯონის კონცერტისთვის ემზადებიან, რომელიც 2017 წლის ტურნეს Wonderful Crazy Night-ის ფარგლებში შეკვეთილში, 16-17 სექტემბერს Black Sea Arena-სსცენაზე გაიმართება. დიდი მოლოდინის მიუხედავად ბოლო დღეებია გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაანონსებული კონცერტი შესაძლოა სექტემბერში აღარ ჩატარდეს. მიზეზად სახელდება ის, რომ მუსიკოსის ბენდის გიტარისტი დაშავდა, მას ხელზე პრობლემა შეექმნა და ამის გამო დაგეგმილი კონცერტები გადაიდება. ამასთან დაკავშირებით ორგანიზატორებმა კომენტარი გააკეთეს.