„ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეთა სია მკაცრად გასაიდუმლოებულია. თავად მონაწილეებიც ჯერჯერობით არაფერს ადასტურებენ მედიასთან. როგორც „ფორტუნამ“ შეიტყო, მალე დაიწყება პრომოს გადაღება, სადაც ყველა მონაწილე გამოჩნდება. მანამდე კი ყველა კონკურსანტს პრესასთან ურთიერთობა ამ თემაზე აკრძალული აქვს.
„ფორტუნამ“ მაინც შეიტყო ექსკლუზიურად სიიდან რამდენიმე ცნობილი სახის შესახებ – მოკლედ, როგორც ჩვენ ვიცით, „ცეკვების“ ახალ სეზონში მონაწილეობას მიიღებს მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი, ბიზნესმენი ირაკლი მაქაცარია, რომელიც ასევე ნოე სულაბერიძის ახალი პროექტის ერთ-ერთი წამყვანიც იქნება, მომღერალი სოფო გელოვანი, მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე და ასევე მომღერალი მარკუს მეტრეველი. ვრცლად (ფოტოები)