14.8 C
Tbilisi
Saturday, November 12, 2022

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ კინოტურის ლიდერები ირინკა კავსაძე და ოთო ფოლადაშვილი გახდნენ (ვიდეო)

„დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ – კინოტურში ირინკა კავსაძემ ლეგენდარული ბებიის, ბელა მირიანაშვილის როლი მოირგო და ოთო ფოლადაშვილთან ერთად ვენური ვალსი შეასრულა.

როგორც ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, ნინო სუხიშვილმა აღნიშნა, ირინკასა და ოთოს ყველა ეპიზოდი მისთვის აღმოჩნენაა. სოფო შევარდნაძემ კი დასძინა, რომ ამ ნომრის ყურებისას კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია, ისევე, როგორც ირინკას და ოთოს ვენური ვალსი. გოჩა ჩერტკოევისთვისაც ეს ცეკვა სენტიმენტალური გამოდგა, თუმცა აქვე აღიარა, რომ თავად ვენური ვალსი ფანტასტიკურად იყო შესრულებული.

Latest Posts

ბოლო სიახლეები