7.8 C
Tbilisi
Saturday, November 12, 2022

“ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის წევრი სტანისლავ ბონდარენკო იქნება

21 აპრილს “იმედის“ ეთერში “ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეშვიდე სეზონი დაიწყება. მონაწილეების ზუსტი სია უკვე ცნობილია. ასევე, ცნობილი გახდა ვინ იქნება პროექტის ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ეს არის ერიკ ბენეტი, რომელიც საქართველოში იტალიიდან ჩამოვა.

“მიუზიკ ბოქსისთვის“ კულუარულად გახდა ცნობილი, რომ პროექტის ჟიურის ერთ-ერთი წევრი, უკრაინელი ვარსკვლავი, სტანისლავ ბონდარენკო იქნება. ბონდარენკო თბილისში უახლოეს დღეებში ჩამოვა და საქართველოში მხოლოდ ერთი თვით დარჩება. შესაბამისად მას მხოლოდ 4 გადაცემაში ვიხილავთ.

Latest Posts

ბოლო სიახლეები