“ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის წევრი დარენ ბენეტი იქნება

0
2490

“ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალი სეზონის დაწყებამდე, ერთი კვირა დარჩა. წლევანდელი სეზონი ინტერნაციონალური იქნება, პროექტში გამარჯვებისთვის ჰოლანდიელი, ბელორუსი, უკრაინელი და ბრაზილიელი კონკურსანტები იბრძოლებენ, რომლებსაც თავიანთ ქვეყანაში კარგად იცნობენ.

მათ შორის არის უკრაინელი მსახიობი, ვიქტორია ვარლეი, ასევე მოცეკვავე დიმა ვორონკინი, რომელიც პროექტის მეთორმეტე მონაწილის მეწყვილე იქნება. მეშვიდე სეზონზე მონაწილეობას მიიღებს რუსული ესტრადის ვარსკვლავი, ნოდარ რევიაც და უკრაინის ქალთა ბალეტის ხელმძღვანელი, ანია პალანჩუკიც.

ამ დრომდე საიდუმლოდ რჩება პროექტის ჟიურის წევრების ვინაობა. “იმედის დროს“ ცნობით, ჟიურის ერთ-ერთი წევრი იტალიელი დარენ ბენეტი იქნება. ბენეტი არაერთი მსგავსი კონკურსის ჟიურიში იყო, თუმცა საქართველოში წელს პირველად მოხვდება. დარენ ბენეტი უკვე გაეცნო “ცეკვავენ ვარსკვლავების“ კონკურსანტების მონაცემებს, გარკვეული ინფორმაცია მოიძია საქართველოს შესახებ და თბილისში ჩამოსვლისთვის განსაკუთრებულად ემზადება.

ის პროექტში გოჩა ჩერტკოევს შეცვლის, რომელიც ქართულ შოუ-ბიზნესს და პროექტს რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელის მეშვეობით დაემშვიდობა და მის გარეშე წარმატებები უსურვა.

მეგაშოუ “ცეკვავენ ვარსკვლავები“ იმედის ეთერში 21 აპრილს დაიწყება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here