„ცეკვა მაგონებს ტანგოს“ – სტეფანეს ახალი ნამუშევარი (ფოტო/ვიდეო)

0
1005

დღეს, 22 ოქტომბერს, „ფაბრიკაში“ სტეფანეს ახალი კლიპის პრემიერა შედგა. ვიდეორგოლი ბორის შხიანის ცნობილ სიმღერაზე „ტანგო“ არის გადაღებული, რომელიც მუსიკოსმა ნიკოლოზ რაჭველთან ერთად, საკუთარი ახალი ვერსიით შემოგვთავაზა. როგორც მომღერალმა აღნიშნა, კომპოზიციაზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ, ის „ლენოსტუდიაშია“ ჩაწერილი და ჩანაწერში მონაწილეობა მიიღეს მუსიკოსებმა: ლევან დეისაძე, პაატა ანდრიაძე, ზაზა ცერცვაძე, უჩა მეტრეველი, ხონძი, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრთან ერთად.

რაც შეეხება კლიპს, ის JWT Metro Production-მა გადაიღო, რეჟისორი: დავით ბორჩხაძე, მონტაჟი: რატი რამიშვილი.

პირველივე, რაც კლიპის ნახვისას თვალში მოგხვდებათ, არის მისი საოცარი ხარისხი – „ალბათ, ვერავინ დაიჯერებს, რომ ის საქართველოშია გადაღებული, მაგრამ ნამდვილად ასეა“, აღნიშნა პრეზენტაციაზე სტეფანემ. კლიპის პროდიუსერმა, სანდრო გაბელაიამ კი დასძინა, რომ ამგვარი ვიდეორგოლის გადაღება გახდა შესაძლებელი იმის გამო, რომ დამკვეთი „მეტროს“ ყველანაირ ჩანაფიქრზე დათანხმდა და ბოლომდე გაჰყვა.

კლიპის გადასაღებად კინოხერხებია გამოყენებული და ყველა ის აპარატურა, რაც პირველი ინტერაქციული ფილმის, „არენისთვის“ გამოიყენეს.

(ვრცლად/ფოტო/ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here