‘’ცეცხლში გახვეული თამარა გაჩეჩილაძე’’ ბრიტანული გამოცემების ობიექტივში მოხვდა

0
3507

„ვეროვიზია 2017-ზე” საქართველოს სახელით, წელს თამარა გაჩეჩილაძემ მიიღო მონაწილეობა, სამწუხაროდ ის ათეულში ვერ მოხვდა, მომღერლის მიმართ საქართველოში ინტერესი არ წყდება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ლოცვის გამო, თაკოს ქართველების ერთი ნაწილი აკრიტიკებს, მეორე ნაწილი კი მის საქციელს ამართლებს. კრიტიკოსებს დღეს თამარამაც უპასუხა და მსოფლიო ვარსკვლავების ვიდეოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ სცენაზე გასვლის წინ ისინიც ლოცულობენ.

თამარას მიმართ ყურადღება პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემებმაც გამოიჩინეს. მათ ობიექტივში ცეცხლში გახვეული თაკო გაჩეჩილაძის ფოტოები გახდა.

‘’ევროვიზიის ფანები, ცეცხლში გახვეული თამარა გაჩეჩილაძის გამოსვლამ შოკში ჩააგდო….პიროტექნიკის გამოყენების მიუხედავად, ევროვიზიის გულშემატკივარმა მომღერალი სახლში მალევე გაუშვა, ცეცხლში გახვეული თამარა გაჩეჩილაძის ფოტოების გავრცელების, შემდეგ, გულშემატკივარი დაინტერესდა როგორ გრძნობდა თავს მომღერალი’’ – ეს ის მცირე ამონარიდებია, რომლითაც თამარა გაჩეჩილაძე, 2017 წლის ევროფესტივალის გამოთიშვის შემდეგ, პოპულარული ბრიტანული ინტერნეტ გამოცემების მთავარ ობიექტივში მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ უცხოურმა პრესამ, ცეცხლში გახვეული თამარა გაჩეჩილაძის ხელოვნურად დამზადებული ფოტოები გამოაქვეყნა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here