“ნიჭიერის” მეოთხე შესარჩევ კონკურსზე, რამდენიმე მოცეკვავემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყო ანა გაბრიჭიძეც. ის “ნიჭიერისთვის” ციმბირიდან ჩამოვიდა და ახლა ქართულს სწავლობს. როგორც ანამ ფილარმონიის სცენაზე განაცხადა, არაბული ცეკვის სწავლა, ყველა ქალს შეუძლია. ანას გამოსვლამ პირველ ლედის ბოტიჩელის აფროდიტა გაახსენა. კონკურსანტმა 4 კი დაიმსახურა და პროექტის შემდეგ ტურში გადავიდა.