20.8 C
Tbilisi
Monday, May 20, 2024
Homeოქროს ტალღის დღიურები

ოქროს ტალღის დღიურები

წლის მთავარი მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიისთვის მზადება უკვე დაიწყო

გადაცემის პირველი სტუმარი კი ერთ-ერთი მონაწილე, მომღერალი ლიკა დოლიძე იყო. თუ რა სიმღერა არის წლის მთავარ მუსიკალურ დაჯილდოებაზე წარდგენილი და რა მოლოდინები აქვს მომღერალს, ამ ყველაფრის შესახებ ის ჩვენს კამერებთან ჰყვება.

“ოქროს ტალღა 2017-ის” მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო

"ოქროს ტალღა 2017-ის" მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო. 125 სიმღერა უკვე ელის მხარდაჭერას. წლის საუკეთესო ქართული სიმღერის გამოსავლენად კონკურსს, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ 2013 წლიდან ატარებს. სხვადასხვა დროს კონკურსის გამარჯვებულები, რომლებიც კომპეტენტურმა ჟიურიმ დაასახელა, 5000 ლარით დაჯილდოვდნენ, მათ შორის იყვნენ ნიაზ დიასამიძე, ანრი ჯოხაძე და სხვა შემსრულებლები.

ოქროს ტალღა 2014 / Golden Wave 2014

“ოქროს ტალღა 2014"-ის დაჯილდოების ცერემონიალი კლუბ “ოტიუმში” ჩატარდა. წლის სიმღერა, წლის მომღერალი ქალი და მამაკაცი, წლის დუეტი, ჯგუფი, ანსამბლი, დებიუტი და სხვა – ეს ის ნომინაციებია, რომლებში გამარჯვებულებიც "Golden Wave"-ზე დასახელდნენ. წლის მომღერალ ქალად ნინა სუბლატი, მამაკაცად კი - ზურა ხაჩიძე დასახელდა. მუსიკალური პროექტი რადიო-ჰოლდინგმა "ფორტუნამ" წარმოადგინა.