სიახლეები

დღეს პროდიუსერ კახა მამულაშვილის დაბადების დღეა. ის დილიდან იღებს მილოცვებს სოციალური ქსელის საშუალებით. არ დარჩენილა ცნობილი ადამიანი, რომელსაც მამულიჩასთვის მილოცვა არ მიეძღვნას, მაგრამ ამ მხრივ ლიდერობს მაკა ზამბახიძე, რომელმაც მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად, ცნობილი პროდიუსერისთვის განსაკუთრებული ვიდეომილოცვა მოამზადა, შოკმანჟესთან ერთად. ვიდეოში ჩანს, როგორ მოამზადა მაკამ შოკმანჟე, რომელიც სპეციალურ ჭიქებში მოათავსა, შემდეგ კი, მეგობრებთან ერთად კახა […]

ცნობილი მომღერალი, „არ დაიდარდოს“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წამყვანი, თაკო მელიქიშვილი თავისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს ახალი ვიდეორგოლით გაანებივრებს. კლიპის გადაღებები უკვე დასრულებულია. რეჟისორმა ზურაბ ციციშვილმა ყველა ჩანაფიქრი განახორციელა და ვიდეროგოლში რამდენიმე ლოკაცია გამოიყენა. თავად მომღერალიც სხვადასხვა ფორმაში მოგვევლინება კლიპში. სიმღერა, რომელზეც ვიდეორგოლი გადაიღეს, ცირა ბზიშვილს ეკუთვნის, ტექსტისა და მელოდიის ავტორიც ის გახლავთ. ცირა ბზიშვილსა და თაკო მელიქიაშვილს […]

შორენა ბეგაშვილს ძალიან უყვარს სხვადასხვა ტიპის ქალის თეთრული და ამის დემონსტრირებას ხშირად ახდენს სოციალურ ქსელებში. ახლახან მან გამოაქვეყნა ფოტო, სადაც სექსუალურ შავ ბოდესა და ხალათში პოზირებს. ფოტო აბაზანაშია გადაღებული. (ფოტო)

კახი კალაძე, ავადმყოფობის შემდეგ, ფიზიკურ ფორმასაც იბრუნებს და როგორც ჩანს, სახლში ვარჯიშსაც ახერხებს. ოღონდ ამ პროცესში თავისი ვაჟებიც ჰყავს ჩართული. კახი აქვეყნებს ორ ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ ეთამაშება წყნეთის სახლის ეზოში თავის პატარებს ფეხბურთს. (ვიდეო)

გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი, ახლად შეუღლებული წყვილი, დასვენების დღეების მზიან ბათუმში ატარებს ასევე ცნობილ მეგობრებთან ერთად. „ინსტაგრამზე“ ბათუმიდან განთავსებული არაერთი ფოტო ვიხილეთ, სადაც გიორგი და მარიტა ნოე სულაბერიძესა და ჯანეტ ქერდიყოშვილთან და ანრი ჯოხაძესთან ერთად არიან გადაღებულები. სოციალურ ქსელში გიორგიმ და მარიტამ გამოაქვეყნეს რამდენიმე ფოტო, სადაც მარტო არიან გადაღებულნი. მარიტამ ამ ფოტოებს დააწერა: „ჩემი […]

„ინტიმისიმი“ ცნობილი იტალიური ბრენდია, რომელიც ქალბატონებისთვის თეთრეულს აწარმოებს. მისი ახალი კოლექციის ჩვენებაზე ახლახან ქართველი მოდელი, თაკო ნაცვლიშვილი გამოვიდა, რომელიც სამოდელო კარიერას და ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობას აგრძელებს. თაკომ პოდიუმზე შინდისფერი ორეული მოირგო. (ვიდეო)

სპორტული ჟურნალისტი დათო ხვადაგიანი ნიკოლოზ ბასილაშვილთან ნეკა დოროყაშვილის მორიგი დაპირისპირების რაუნდს ეხმიანება და აქცენტს აკეთებს განცხადებაზე, რომელიც ნეკამ შვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით გაავრცელა – მისი თქმით, ცნობილ ჩოგბურთელს შვილისთვის დაბადების დღის მილოცვა პიარისთვის სჭირდება. დათო ხვადაგიანი წერს: „ჰო, აბა, ბიჭო, „სძულს“ თურმე თავისი შვილი ნიკას!!! რაც გაგაჩნია, სულ შენი „შრომით გაქვს მოპოვებული“, ხომ ? „წელებზე […]

მსახიობი ეკა ნიჟარაძე საკმაო ხანია, სოფელში გადავიდა საცხოვრებლად. „დილა მშვიდობისა, საქართველო“ მას კახეთში ესტუმრა და ჰკითხა იმის შესახებ, როგორ უვლის თავს. ეკა ნიჟარაძე: „პანდემიიდან გამომდინარე, გადმოვინაცვლე სოფელში. ძალიან მომწონს, იმიტომ, რომ არის სიწყნარე, სიმშვიდე. ჩემი დილა იწყება ლიმონიანი წყლით. როცა თეატრი მუშაობდა, სულ მიწევდა მაკიაჟის კეთება. ბოლო ერთი წელია, გავჩერდით, სპექტაკლი აღარ არის. რატომღაც გამიჩნდა […]

თაკო ჩხეიძის ბრენდი Blooms-ი მომხმარებელს ახალ, გაზაფხული/ზაფხულის კაფსულა კოლექციას სთავაზობს. ის, რაც მუდამ მოდური და საინტერესო იქნება – ესაა კოლექციის მთავარი ხაზი და სათქმელი. თაკო ჩხეიძე: Blooms-ის ახალ კაფსულა კოლექციას ფერებისა და ნაჭრების სინთეზი გამოარჩევს. მზიანი დღეების განმავლობაში ტილოს ნაჭერი ძალიან კომფორტული და ესთეტიკურია, შესაბამისად, ახალ კოლექციაში პასტელური ფერებით შთაგონებულ, ტილოს ნაჭრებით შექმნილ სხვადასხვა სტილის […]

TOP სიახლეები

ანი გიუნტერი წითელ კომბინეზონში ბუნებაში პოზირებს

ანი გიუნტერი „ინსტაგრამის“ გამომწერებს ყოველდღიურად ახალ-ახალი საინტერესო ჩაცმულობებით ანებივრებს, რომელთაც ფოტოსესიების სახით წარმოგვიდგენს ხოლმე. ახლახან ანიმ ძაღლთან ერთად ბუნებაში გაისეირნა და ფოტოებმაც არ დააყოვნა. გამხდარი ტელეწამყვანი საკუთარ ფორმებს წითელ მოტკეცილ კომბინეზონში აჩენს. ანიმ ამ ფოტოსესიის ქვეშ უამრავი კომპლიმენტი მიიღო. (ფოტოები)

მიშა ანდღულაძეს ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ: „ვიცი, რომ იქით ღალატობდა ცოლს…“

მას შემდეგ, რაც მიშა ანდღულაძემ თავისი მძიმე ცხოვრების შესახებ ეკა ჩხეიძის გადაცემაში ისაუბრა, ჟურნალმა „სარკემ“ მიშას ოჯახის წევრები, დედა და ძმა, ჩაწერა. შეგახსენებთ, რომ იუმორისტმა სკანდალურ ინტერვიუში ილაპარაკა მამის ძალადობის შესახებ, ისევე, როგორც იმაზე, თუ რამდენი წელი დასჭირდა, რომ ის ციხეში გაეშვა, ასევე გაამხილა მიზეზი, რატომ დაშორდა მეუღლეს. მიშამ აღნიშნა, რომ ცოლთან თავიდანვე მოილაპარაკა, რომ […]

თიკა ჯამბურია: „აღარ ვაპირებ, ჩემს პირადზე ლაპარაკით ვიღაც ბიჭები პოპულარულები გავხადო…“

თიკა ჯამბურია ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მის პირად ცხოვრებაში ამჟამად ისეთი ეტაპი არ არის, რომ სერიოზულად ილაპარაკოს. თიკა ჯამბურია: „ჩემს პირად ცხოვრებაში ახლა ისეთი ეტაპი არ არის, რომ ამაზე ხმამაღლა ვილაპარაკო. არ ვთვლი საჭიროდ, ამ თემაზე ლაპარაკით ვიღაც ბიჭები კიდევ გავხადო პოპულარულები. ხშირ შემთხვევაში ჩემს ცხოვრებაში სწორედ ასე ხდებოდა. ერთი სერიოზული გრძნობა ხომ გქონდათ ბოლო დროს, დასრულდა? კი, დასრულდა. ახლა ჩემს […]

რეკლამა

Facebook