Cara Delevingne-მა Yves Saint Laurent-ის ახალი რეკლამისთვის გაიხადა

0
41

მიუხედავად იმისა, რომ Cara Delevingne-მა მოდელის კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, მისი ახალი სარეკლამო კამპანიები საპირისპიროზე მეტყველებს. ცოტა ხნის წინ მან Yves Saint Laurent Rouge Pur Couture-ის ტუჩის საცხის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.

მოდელის ვიზუალის სითამამემ თაყვანისმცემლებში დაბნეულობა გამოიწვია. მკაცრი შავი პიჯაკი, წითელი ტუჩსაცხი და შიშველი სხეული – სწორედ ასეა გამოსახული 23 წლის Cara ბრენდის ახალ ფოტოზე, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა.