ბუკა პეტრიაშვილისა და ეკა მიშველაძის პირველი გასეირნება ცნობილი შემთხვევის შემდეგ

0
107

“ესეც პირველი წრე კუს ტბაზე! 1250 მეტრი! I’ll be back!“ – წერს ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში და აზიარებს მეუღლესთან, ჟურნალისტ ეკა მიშველაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.

წყვილის პირველ გასეირნებას და ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სტატუსს უამრავი მოწონება ხვდა წილად, მეგობრები კი ბუკასა და ეკას უწერენ: “ულამაზესი წყვილი. სულ მინდა, რომ გახარებულებს გხედავდეთ!..“, “გამოჯანმრთელებას და წარმატებებს გისურვებთ, გაიხარეთ“, “რა კარგები ხართ“.

ბუკა პეტრიაშვილი წერს, რომ მალე აუზის ცისფერი ბილიკებსაც დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ბუკა პეტრიაშვილი მცირე ხნის წინ მეგობრის, ლევან მიქელაძის საფლავზე სასტიკად სცემეს და დაჭრეს. საავადმყოფოდან პოლიტიკოსი ახლახან გამოწერეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here