ბუკა პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის ლევან მიქელაძის საფლავთან დაჭრეს

0
355

ბუკა პეტრიაშვილი დაჭრეს, ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით შემთხვევა ბუკას მეგობრის, ყოფილი დიპლომატის ლევან მიქელაძის საფლავზე მოხდა.

“დღეს ბუკა პეტრიაშვილმა დაწერა, ლევან მიქელაძე რომ გაცოცხლდებოდეს, ყველაფერს მიწიერს დავთმობდიო. რაღაც ცუდი გრძნობა გამიჩნდა და მივწერე, დათმობა კი არაა სიყვარული, იდეების გაგრძელებაამეთქი. მერე ჩემი სიტყვების მიმართ გამიჩნდა ცუდი გრძნობა და წავშალე. ბუკა დაჭრეს ლევანის საფლავზე.” – წერს სოციალურ ქსელში “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის მეუღლე ნათია ფანჯიკიძე.

“სტაბილურია. ოპერაციაზე შეიყვანეს. ყველას მადლობა” – წერს ბუკა პეტრიაშვილის მეუღლე, ჟურნალისტი ეკა მიშველაძე.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გააკეთა: “გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის – ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112“-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.

შსს მიმართავს ფაქტის თვითმხილველ პირებს, დანაშაულის დროულად გამოძიების მიზნით, ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან.

ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია”.

გავრცელებული ინფორმაციით ალექსი პეტრიაშვილს ორივე ქვედა კიდური ცეცხლსასროლი იარაღით აქვს დაზიანებული…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here