ბუკა პეტრიაშვილი: “მალე მწყობრში ვიქნები!..“

0
183

ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სიმღერას კინოფილმიდან “ბაში-აჩუკი“ და წერს: “არ გეგონოთ, ციებ-ცხელება მაქვს! მალე მწყობრში ვიქნები, მანამდე კი მომესმა ეს ბრძოლის ყიჟინა და რა გავაკეთო! საქართველო გაიმარჯვებს! უკვე გული მიგრძნობს, მეც იქვე, ახლოში ვიქნები!“

მანამდე რამდენიმე საათით ადრე მისმა მეუღლემ, ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც თავის მეორე ნახევართან ერთად არის გადაღებული და ფოტოს დააწერა:

“აი, ჩვენ კი წინ ბევრი ბედნიერი დღე გვექნება კიდევ, ამაზე უფრო მხიარულიც, ვიდრე ამ ფოტოზეა, მაგრამ აი, იმ ლაჩრებს, ვინც ეს ჩაიდინა და დაუკვეთა, არასოდეს არაფერი ეღირსებათ და ეშველებათ ნამდვილად! ბოროტება მარცხდება, სიყვარული კი სულ იმარჯვებს!“

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ბუკა პეტრიაშვილი უცნობმა პირებმა სცემეს და ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ამ დრომდე პოლიტიკოსს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here