ბუბა მირცხულავა მამობისთვის ემზადება: „დიდი განცდაა…“

0
599

მსახიობი ბუბა მირცხულავა დიდი ცვლილებების მოლოდინშია. მას და მის მეუღლეს, სოფო ანდღულაძეს მალე პირველი შვილი შეეძინებათ. მსახიობი ჟურნალ „გზას“ ესაუბრებან

ბუბა მირცხულავა:

„ჩემს ცხოვრებაში სხვა განცდები და ინტერესები შემოვიდა. სექტემბრის დასაწყისისთვის შვილს ველოდები. სქესს ჯერ არ ვამხელთ, საიდუმლოდ ვტოვებთ.

შვილის მოლოდინი როგორია?

დიდი განცდაა. ისეთი სიახლისთვის ვემზადები, რომელიც ჩემს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. მგონია, მამობა სხვაგვარ ადამიანად მაქცევს.

აპირებ, ბავშვის დაბადებას დაესწრო?

რთული საკითხია, ჩემს მეუღლეს უნდა, რომ მშობიარობას დავესწრო, მაგრამ არ ვიცი, ფსიქოლოგიურად რამდენად შევძლებ. უარს კი არ ვამბობ, უბრალოდ, პასუხი ჯერ არ ვიცი. როცა ფაქტის წინაშე დავდგები, მაშინ გადავწყვეტ, როგორ მოვიქცევი…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here