30.8 C
Tbilisi
Monday, August 1, 2022

ბუბა კიკაბიძის შვილიშვილი ვახტანგი დაქორწინდა

ლეგენდარული მომღერლის, ბუბა კიკაბიძის შვილიშვილი, ვახტანგ კიკაბიძე დაქორწინდა. ამის შესახებ ჟურნალი „სარკე“ წერს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ვახტანგის რჩეული 21 წლის ანა დავითაშვილია, რომელიც ერთ-ერთი კომპანიის ციფრული მარკეტინგის მენეჯერია.

ვატო კიკაბიძე კანადაში ცხოვრობს მამასთან, კონსტანტინესთან ერთად. ამჟამად ის ჰამბერ-კოლეჯში სწავლობს.

მან რჩეული თბილისში გაიცნო. მათი ჯვრისწერა 24 ნოემბერს მცხეთაში, სვეტიცხოველში შედგა. ქორწილი რესტორანში აღინიშნა, სადაც სტუმრებს ბუბა კიკაბიძე მასპინძლობდა.

სიძე-პატარძალი თაფლობის თვეს პარიზსა და ბერლინში გაატარებს, ცხოვრებას კი კანადაში აპირებენ.

Latest Posts

ბოლო სიახლეები