20.8 C
Tbilisi
Friday, March 24, 2023

ბრიუს უილისსა და დემი მურს ეკრანზე ერთად ვიხილავთ

ჰოლივუდის ყოფილ წყვილს ბრიუს უილისსა და დემი მურს ეკრანზე ერთად ვიხილავთ.  ექს მეუღლეები ფილმში სასაცილო და სექსუალური ცოლ-ქმრის როლს შეასრულებენ. ერთ-ერთი წყარო იმასაც ამბობს, რომ წყვილის ოჯახური თანაცხოვრებიდან გამომდინარე სიმპათია მათ შორის ნამდვილად არსებობს, ასე რომ, ქიმია ეკრანზე ნამდვილად შესამჩნევი იქნება.

მსახიობები 1987 წელს დაქორწინდნენ და 2000 წლამდე ერთად ცხოვრობდნენ. თანაცხოვრების პერიოდში 3 ქალიშვილი შეეძინათ. დაშორების შემდეგ დემი ფრედი მურზე გათხოვდა, რომელთანაც 5 წელი იცხოვრა. შემდეგ კი ურთიერთობა ეშტონ კატჩერთანაც ჰქონდა. ბრიუსი კი დაქორწინებული ემა ჰემინგზე  იყო. ფილმის რეჟისორი, სცენარი და სხვა წვრილმანები ჯერჯერობით უცნობია.

Latest Posts

ბოლო სიახლეები