“ბრენდი ვარ, აბა რა ვარ! ხალხს ძალიან ვუყვარვარ“

0
1854

ია ფარულავა ერთ-ერთი რეიტინგული ქართველი მსახიობია, რომელიც საკუთარი პერსონის მიმართ, ხალხის ინტერესს იმით ხსნის, რომ ის ბრენდია. ამის შესახებ ია ფარულავამ ჟურნალ “სარკეს” განუცხადა:

“ბრენდი ვარ, აბა რა ვარ! თვითონაც არ ვიცი ეს რეიტინგი რატომ იწერება, ალბათ ხალხს ძალიან ვუყვარვარ, ქუჩაში იგრძნობა ეს. ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ხალხს მოსწონს სილამაზე. თავს კი არ ვიქებ, მაგრამ ლამაზი ადამიანები უყვარს ხალხს. ვცდილობ შევინარჩუნო ჩემი სილამაზე და ახალგაზრდობა. ყველა აღნიშნავს, რომ კარგად გამოვიყურები. ჩემს მიმართ ინტერესში, ბევრი კომპონენტია შეერთებული, ბოლოს და ბოლოს ამ ლამაზი ფასადის უკან “ტუპოი“ ქალი არ არის და სიღრმეები დევს.

მსახიობმა გამოცემასთან საუბარში ისიც აღიარა, რომ ასაკს მალავს.
“39 წელს“ რომ მივაღწიე, დავიწყე სამეგობროს გადაფასება. ბევრი ადამიანის, რომელიც ბოლო 12 წლის განმავლობაში მყავდა შეძენილი, ნელ-ნელა ჩამოშორება დავიწყე. უფრო მეტად მომწონს საბავშვო ბაღის, სკოლის დროინდელ მეგობრებთან ურთიერთობა, მათთან ჩემს ნამდვილ „მე-ს” ვპოულობ. ეს მომენტი ცოტა დასანანია, მეგონა, რომ სიცოცხლის ბოლომდე გამყვებოდნენ ისინი, მაგრამ არა უშავს, არც ეს არის პრობლემა“ – აცხადებს მსახიობი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here