სურნელი ყველა ადამიანის ცხოვრებაში, ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცხოვრების წესსზე დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. შესაბამისად, არომატის არჩევისას დიდი დაფიქრება და სიფრთხილე გვმართებს. გიფიქრიათ, რომ შესაძლებელია არამხოლოდ ცნობილი ბრენდების სუნამოები გამოსცადოთ საკუთარ თავზე, არამედ ექსკლუზიურად თქვენთვის შეიქმნას არომატი, რომელიც თქვენი ნიშა გახდება. გეტყვით, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა მასში დაახლოებით 50 000 ევროს გადახდა მოგიწევთ. კომპანია „ლუტეციას“ მომხმარებლებს კი ამის შესაძლებლობა ექსკლუზიურად ჰქონდათ. როგორ? ლუტეციას მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მსოფლიოში განთქმული ცხვირი პაოლო ტერენზი იმყოფებოდა, რომელმაც თითოეული სტუმრისთვის ექსკლუზიური არომატი შექმნა. არ მოგესმათ, იტალიური ნიშ ბრენდის „ტერენზის“ პრეზიდენტს მაღაზიათა ქსელმა „ლუტეციამ“ უმასპინძლა.