ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლის სიენა მილერთან უღალატა

0
90

დაახლოებით ერთ თვეში კინოეკრანებზე ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ერთობლივი ნამუშევარი “By the Sea” გამოვა, რომელშიც მთავარ როლებს ზემოთხსენებული ცოლ-ქმარი ასრულებენ. ფილმი წყვილის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მრავაწლიანი სასიყვარულო ურთიერთობის გადარჩენას ცდილობენ და როგორც ყვითელი გამოცემები წერენ ეს ყველაფერი სწორედ ბრედისა და ანჯელინას ისტორიის ანალოგია.

ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ, რომ ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა წყვილს ურთიერთობაში ბევრი პრობლემა აქვს. სანამ მსახიობები გავრცელებულ ხმებს უარყოფენ, წელს ერთად ყოფნის ათი წლის იუბილეს აღნიშნავენ და თანაცხოვრების შესახებ ჟურნალ VOGUE-ის ახალ ნომერში ბევრს საუბრობენ, დასავლურ პრესაში მათ შესახებ კიდევ ერთი და საკმაოდ სერიოზული ახალი ამბავი იწერება.

როგორც ირკვევა ბოლო თვეების განმავლობაში სანამ ყვითელი პრესა მათ უთანხმოებაზე წერდა, ბრედს რომანი 33 წლის ბრიტანელ მსახიობთან, სიენა მილერთან ჰქონდა. პიტი და მილერი ერთად მუშაობენ ახალ ფილმზე – “The Lost City of Z“, რამაც ისინი კიდევ უფრო დააახლოვა, ეს ყველაფერი კი პირდაპირ ანჯელინას წისქვილზე ასხამს წყალს.

ტაბლოიდების ცნობით ანჯელინა სიენაზე “By the Sea”-ს გადაღებების დროსაც ეჭვიანობდა და პირდაპირ სამუშაო გარემოშიც არაერთი სკანდალი მოუწყვია მეუღლისთვის.

ჯერჯერობით სკანდალის შესახებ ვარსკვლავები კომენტარს არ ეკეთებენ, თუმცა თუკი ტაბლოიდების ახალი ამბები სიმართლეა, მაშინ გამოდის, რომ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რომანი ათი წლის შემდეგ დასრულდა და “By the Sea” სწორედ მათი ურთიერთობის ანარეკლია…