ბორის ბედია: „არავის დავპირებივარ, რომ ცოლად მოვიყვანდი…“

0
379

მომღერალი ბორის ბედია ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ჭკვიან ქალს კაცი არასდროს გაექცევა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით არავინ ჰყვარებია, ჰქონია ურთიერთობები, მაგრამ „ის ერთადერთი არ შემხვედრია, ვისაც ველოდები“, აღნიშნავს მომღერალი და დასძენს: „ყოველთვის გარკვეული მაქვს ურთიერთობები. არავის დავპირებივარ, რომ ცოლად მოვიყვანდი. არის მომენტი, როცა გგონია, გიყვარს, მაგრამ რეალურად პირიქითაა. მთავარია, დროულად მიხვდე. ამ დროს მეორე მხარე შეიძლება, ნაწყენი დარჩეს, თუმცა არასდროს არავინ გამომიყენებია. მეზიზღება ალფონსი ხალხი, როგორ შეიძლება, მამაკაცმა ქალის ხარჯზე იცხოვრო. ბევრი ვარიანტი მქონია ამის, მაგრამ არც კი დავფიქრებულვარ მსგავს შესაძლებლობებზე. მე ისიც კი არ მიყვარს, როცა ქალი მეპატიჟება რამეზე. ჩემში არ ზის ასეთი რამ. დღეს მოდაშია, რომ რესტორანში ქალმა თავისი უნდა გადაიხადოს, მამაკაცმა – თავისი, რასაც არ ვეთანხმები“.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here