“ბოდიში, რომ იმედი, შენგან რეიტინგს ვერ იღებდა”

0
3941

“ცეკვავენ ვარსკვლავები“ ნუცა ბუზალაძის და იაკობ ყუფუნიას წყვილმა დატოვა. შოუს დამთავრების შემდეგ, ნუცა ბუზალაძე ფეისბუქზე წერს: “კაი შოუ იყო. მადლობა ყველას, აბა, კარგად. წარმატებები“.

ნუცას პროექტიდან წასვლას ფეისბუქ-მეგობრები შემდეგი კომენტარებით ეხმაურებიან:

“ეხლა კი მართლა გამოჩნდა უსამართლობა, ნუცა დაიკიდე.”

“ხალხი აღშფოთებულია, რა სუსტები დარჩნენ და შენ გავარდი, ეს არის სასაცილო! მარა დაიკიდე, ალბათ არ უნდა მიგეღო მეორედ მონაწილეობა ამ კონკურსში, რადგან უნდა გცოდნოდა, ის გამონათქვამი მაინც გაგეხსენებინა, “ქართველი ხალხი მუდამ ერთმანეთის ჭამით იყო გამძღარი!”

ბევრი ბოღმა ადამიანი ცხოვრობს საქართველოში და უგემოვნო, მარტო მოსწონთ კუნთები, სექსი და ინტრიგა! შენი ბრალი არ არის მხიარული, ნიჭიერი და მოვლენა რომ ხარ! ბოდიში, რომ TV „იმედი“ შენგან რეიტინგს ამ ეტაპზე ვერ იღებდა!!! ყველა ფულზე მუშაობს არ დაიჯერო.” – წერენ ნუცას გულშემატკივრები ფეისბუქზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here