“ბლექ სი არენას” გრანდიოზული შოუთი კრისტინა აგილერა გახსნის!

0
2471

“რუმსში“ გამართულ დღევანდელ პრესკონფერენციაზე შეკვეთილში ფონდ “ქართუს“ მიერ აშენებული სუპერთანამედროვე საკონცერტო დარბაზის მენეჯმენტმა გეგმების შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მსგავსი ტიპის დარბაზი საქართველოში აქამდე არ არსებობდა. “ბლექ სი არენა“ 9000-ზე მეტ ადამიანს იტევს და აღჭურვილია უახლესი აპარატურითა და განათებით, რომელიც გრანდიოზული შოუების ჩატარების საშუალებას იძლევა.

30 ივლისს, “ბლექ სი არენას“ ყველა შესაძლებლობის შემოწმება შეგვეძლება, რადგან მის გახსნაზე, არც მეტი, არც ნაკლები, კრისტინა აგილერა ჩამოდის. რამდენიმე “გრემის“ მფლობელი შემსრულებელი თავისი სუპერშოუთი, რომელც ყველა მის ცნობილ ჰიტს მოიცავს. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი შემსრულებელი 20 წელია, ინარჩუნებს საკუთარ პოზიციას შოუბიზნესში. მას შვიდი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით, 60 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.

პოპდივამ თავისი კარიერა ყველასთვის კარგად ნაცნობი ჰიტით “Genie In A Bottle“ დაიწყო, შემდეგ იყო უამრავი სიმღერა, დუეტი, ალბომები, მსოფლიო ტურნეები, პრესტიჟული ჯილდოები…

ჟურნალმა “Rollin Stone“ კრისტინა აგილერა ყველა დროის საუკეთესო შემსრულებლად, ჟურნალმა “თაიმმა“ კი 2013 წელს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კრისტინა აგილერას კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ონლაინრეჟიმში საიტზე www.tkt.ge 12 ივლისს, დილის 9 საათიდან დაიწყება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here