Black Friday თუ კრახით დასრულებული ქართული ფასდაკლება. რას გვიმზადებენ ბრენდ მაღაზიები

0
2215

ჩვენ დღითიდღე ვცდილობთ გავხდეთ ევროპის სრულუფლებიანი წევრი და მივიღოთ რჩევები ამერიკის შეერთებული შტატებისგან – მივბაძოთ ცხოვრების რიტმში თუ  წესში, თუმცა ხშირად ეს მიბაძვა კრახით სრულდება.

ასეთი მცდელობის ერთერთი მაგალითი Black Friday-ია, რომელსაც ბოლო წლებია საქართველოშიც აღვნიშნავთ. ე.წ შავ პარასკევს ქართველი შოპოჰოლიკები დიდი ენთუზიაზმით ხვდებიან, თუმცა რეალობა სულ სხვა აღმოჩნდება ხოლმე.

მაშინ, როდესაც ამერიკასა თუ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში სავაჭრო ცენტრები დილის 5 საათზე იხსნება და მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა ამ დღეს გრანდიოზული 80-90%იანი ფასდაკლებით ისარგებლოს, ქართველებს ხელში 10-15%-იანი ფასდაკლებები რჩებათ. შავი პარასკევი მათთვის უფრო მეტად, შავ დღედ გადაიქცევა ხოლმე.

„მიუზიკ ბოქსმა“ ფასდაკლებების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია მოიპოვა, იმისთვის, რომ ამ დღეს მომზადებულები შეხვდეთ:

შვედური ბრენდი  H&M-ის შემოსვლა საქართველოში რთულია დაგვავიწყდეს. ქართველ  შოპინგის მოყვარულებში ამ ბრენდის გამოჩენამ მართლაც პოზიტივი გამოიწვია, თუმცა, რთულია იმის თქმა, თუ რამდენად პოზიტიურად შეხვდებიან H&M-ის მომხმარებლები „შავი პარასკევის“ შეთავაზებას, რადგან ბრენდმა მხოლოდ 20%-იანი ფასდაკლება გაიმეტა. თუმცა, მნიშვნელოვანია ის, რომ H&M და „გალერეა თბილისში“ მდებარე ყველა მაღაზია ღამის 12 საათამდე იმუშავებს. ფასზე შეღავათი კი დაახლოებით 10-30 ლარია. მეტი თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ ფასებს:

მანტო:  ახლანდელი ფასი 149₾, Black Friday- 119₾

შარვალი: ახლანდელი ფასი  69₾, Black Friday- 55₾

ნაქსოვი სვიტერი: ახლანდელი ფასი   49₾, Black Friday- – 39₾

იმისათვის, რომ ლუქი დასრულებულად ჩავთვალოთ სათვალე აუცილებელი აქსესუარია. ამიტომაც გეტყვით, რომ „კენარი“ მომხმარებლებს Black Friday-ზე 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს, ისეთ მსოფლიო ბრენდებზე როგორიცაა: Kenzo, Balmain, Cerruti, Calvin klein, Escada, Bolon და Karl Lagerfield. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ვთქვათ, რომ „შავი პარასკევის“ კონცეფცია დაცულია.

მზის სათვალე Kenzo:  ახლანდელი ფასი 449₾ – Black Friday 224₾ (50%)

მზის სათვალე  Balmain: ახლანდელი ფასი  549₾ Black Friday 259₾ (50%)

მზის სათვალე Calvin Klein: ახლანდელი ფასი  – 399₾  Black Friday 239₾ (40%)

გარდა ამისა „კენარი“ მომხმარებლებს ახალ კოლექციაზე 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს, ხოლო ყველა „კენარის“ ბარათის მფლობელს არსებულ ფასდაკლებაზე დაემატება კიდევ 10%. მაღაზია იმუშავებს ღამის 12 საათამდე.

ახლა რაც შეეხება სპორტულ მაღაზიებს, „პუმაში“ მომხმარებლებს ძველ კოლექციაზე 30-50% – მდე ფასდაკლება დახვდებათ, ახალ კოლექციაზე კი 30%-მდე. ფასები ასე გადანაწილდა:

ძველი კოლექციის კაცის ქურთუკი: ახლანდელი ფასი  444₾  Black Friday 200₾

ახალი კოლექციის კაცის სვიტერი: ახლანდელი ფასი 166₾  Black Friday 117₾

„ნაიკი“, „ადიდასი“ და „ჯორდანო“ მომხმარებლებს ძველ კოლექციაზე 40% – მდე ფასდაკლებას სთავაზობთ  ახალზე – 25% – მდე.

„ნაიკის“ ფასები:

ძველი კოლექციის კაცის თერმული მაისური: ახლანდელი ფასი 255₾, Black Friday 199₾

ახალი კოლექცია კაცის ბოტასი: ახლანდელი ფასი 455₾,  Black Friday 364₾

„ადიდასის“ ფასები:

ძველი კოლექციის ქალის ქურთუკი: ახლანდელი ფასი 477₾, Black Friday 239₾

ახალი კოლექციის ქალის ქურთუკი: ახლანდელი ფასი 599₾, Black Friday 450₾

„ჯორდანოს“ ფასები:

ძველი კოლექციის მამაკაცის ჯინსი: ახლანდელი ფასი  115₾, Black Friday 29₾

ახალი კოლექციის სვიტერი: ახლანდელი ფასი  95₾, Black Friday 57₾

ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია „ტომი ჰილფიგერიც“ ემზადება „შავი პარასკევისთვის“ და მომხმარებლებს მხოლოდ 30% – მდე ფასდაკლებას სთავაზობს.

მეტი თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ ფასებს:

სვიტერი: ახლანდელი ფასი  379₾, Black Friday 284₾

შარვალია: ხლანდელი ფასი   469₾, Black Friday 351₾

კაბა:  ახლანდელი ფასი  655, Black Friday 459₾

ქალის ბავშვის და მამაკაცის ფრანგულ ბრენდ IKKS კი Black Friday-ის ფარგლებში  მომხმარებელს 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს  FW18-ის  კოლექციაზე და ასევე მითითებულ კოლექციაზე 30%-იან ფასდაკლებას.

მეტი თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ ფასებს:

18 წლამდე ბავშვის მაისურები: ახლანდელი ფასი 130₾, Black Friday 91₾

მამაკაცის ქურთუკი 423₾, Black Friday  296₾

ქალის პულოვერი 305₾, Black Friday  214₾

ასეთია საქართველოს Black Friday. რაც შეეხება უცხოეთს – ამერიკის შეერთებულ შტატებში შავ პარასკევს მადლიერების მეორე დღეს აღნიშნავენ. ეს არის დღე, რომელიც საშობაო ვაჭრობის დასაწყისად მიიჩნევა. ზოგიერთ შტატში „შავი პარასკევი“ დასვენების დღედაც კია გამოცხადებული. მისი  ისტორია 19 საუკუნეში, ფილადელფიის შტატიდან იწყება, თუმცა ტერმინი „შავი პარასკევი“ 1966 წლიდან დამკვიდრდა. თავდაპირველად ის გზებზე დიდი საცობების აღსანიშნავად გამოიყენეს.

ნინუცა როსტიაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here