ბიონსეს მამა საკუთარი ქალიშვილის შესახებ ალაპარაკდა

0
39

ბიონსესთვის ჭორები არაფერს ნიშნავს – აცხადებს ცნობილი მომღერლის მამა, მეთიუ ნოულსი, რომელიც უკვე წლებია საკუთარი ქალიშვილისა და მისი მთელი შემოქმედებითი ჯგუფის მენეჯერი გახლავთ. იმ პერიოდიდან მოყოლებული, რაც ბიონსეს დამ, სიძეს ჯეი ზის ლიფტში წიხლები უთავაზა, შემსრულებლის ოჯახურ პრობლემებზე ძალიან ბევრს საუბრობენ – ამბობენ, რომ სურათებში მათი ბედნიერი სახეების მიღმა ძალიან ბევრი რამ იმალება – ჯეი ზის ღალატი და ქუინ ბის ისტერიკები, თუმცა, მეთიუ რისი მენეჯერი იქნებოდა, ქალიშვილისთვის კუდი არ გაესწორებინა.

“ის შესანიშნავი ადამიანების გარემოცვაშია, ისინი მე აღვზარდე, ისევე როგორც ბიონსე, სხვა დანარჩენებიც, შეცდომებს უშვებენ, თუმცა, ისინი ამ შეცდომებზე სწავლობენ, მე ვამაყობ ჩემი ქალიშვილით“ – ამბობს მისტერ ნოულსი.

მეთიუს წლების წინ აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ ქალიშივლის მენეჯერი იქნებოდა – “იყო დრო, როდესაც მე მხოლოდ მის ბარგს დავატარებდი“ – თუმცა, მას მერე რაც მისმა ქალიშვილმა ტელეპროექტში, “Star Search”, გამარჯვება ვერ მოიპოვა, გადაწყვიტა, რომ შვილის აღზრდისა და კარიერის საქმეებს თავად უნდა მოეკიდა ხელი. სწორედ ამის შემდეგ შეიქმნა კოლექტივი Destiny’s Child, რომელიც ქუინ ბისთვის და მისი მეგობრებისთვის, მიშელ უილიამსისა და კელი როულენდისთვისაც საკმაოდ დიდი წარმატების მომტანი აღმოჩნდა, თუმცა, მათ შორის სუპერსტარის სტატუსი მხოლოდ ბიონსეს ერგო და ამ ტიტულს დღემდე არ კარგავს.