ბიონსე “MTV Video Music Awards 2016” – ის ტრიუმფატორი გახდა!

0
2774

“MTV Video Music Awards” – ის წლევანდელ დაჯილდოებას ნიუ იორკში, „Madison Square Garden“ – მა უმასპინძლა. ეს საღამო ალბათ დიდხანს გვემახსოვრება, ზოგისთვის კი ის ისტორიის განუყოფელ ნაწილად დარჩება.

MTV VMA -ს ცერემონიის ახალი რეკორდსმენი ბიონსე გახდა! შემსრულებელმა მთლიანობაში 24 ჯილდო დააგროვა და ამ რაოდენობით, ლეგენდარულ მადონასაც გადაუსწრო, რომელიც ბიონსემდე 20 პრიზით რეკორდსმენი იყო.

MTV – ს წლევანდელ დაჯილდოებაზე ბიონსეს კლიპმა “ Formation“ 6 ნომინაციაში გაიმარჯვა. შემსრულებლის ტრიუმფი ამით არ დასრულებულა, მომღერალმა ჯილდო კიდევ რამდენიმე ნომინაციაში მოიპოვა, ესენია: “ქალის საუკეთესო ვიდეო“, “საუკეთესო ხანგრძლივი ვიდეო“, “საუკეთესო რეჟისურა“, “საუკეთესო მონტაჟი“, “საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი“, “საუკეთესო ქორეოგრაფია“, “საუკეთესო პოპ-ვიდეო“ და ცხადია მთავარი ნომინაცია “წლის ვიდეო“.

“საუკეთესო ჰიპ-ჰოპ ვიდეოდ“ დრეიკის გახმაურებული კლიპი, “Hotline Bling“ დასახელდა, ხოლო კლიპში “საუკეთესო ვიზუალური ეფექტების“ ნომინაციაში ჯილდო, ქოლდფლეის ხვდა წილად, ვიდეოსთვის ““.

MTV Video Music Awards 2016- ის შეჯამება:

საუკეთესო ჰიპ-ჰოპ ვიდეო: Drake – “Hotline Bling”

მამაკაცის საუკეთესო ვიდეო: Calvin Harris ft. Rihanna – “This Is What You Came For”

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები: Coldplay — “Up and Up”

საუკეთესო კოლაბორაცია: Fifth Harmony ft. Ty Dolla $ign – “Work From Home”

ზაფხულის ჰიტი: Fifth Harmony featuring Fetty Wap – “All In My Head (Flex)”

საუკეთესო ხანგრძლივი ვიდეო: Beyoncé – “Lemonade”

საუკეთესო სამხატვრო რეჟისურა: David Bowie – «Blackstar»

საუკეთესო ქორეოგრაფია: Beyoncé – «Formation»

საუკეთესო რეჟისურა: Beyoncé – «Formation»

საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი: Beyoncé – «Formation»

ქალის საუკეთესო ვიდეო: Beyoncé – «Hold Up»

საუკეთესო მონტაჟი: Beyoncé – «Formation»

საუკეთესო პოპ ვიდეო: Beyoncé – “Formation”

საუკეთესო როკ ვიდეო: wenty one pilots – “Heathens”

საუკეთესო ელექტრონული ვიდეო: Calvin Harris & Disciples – “How Deep Is Your Love”

საუკეთესო ახალი არტისტი: DNCE

წლის ვიდეო: Beyoncé – «Formation»

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here