ჟურნალი “In Touch“ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს, გამოცემა იუწყება, რომ სულ მალე, ბიონსე რეპერ – ჯეი ზისთან განქორწინებას გეგმავს. ანონიმური წყარო ჟურნალისტთან საუბარში ამბობს, რომ წყვილის ოჯახში ბზარი გაჩნდა, რაც უკვე მათ დამოკიდებულებაშიც იგრძნობა, ბის კი არ უნდა, რომ ბლუ აივი ასეთ გარემოში გაიზარდოს.
“ბიონსე ჯეი ზის სხვა ქალებთან ფლირტით ძალიან დაიღალა და ბოლოს, ეს გადაწყვეტილებაც მიიღო“, – ამბობს წყარო. მისივე თქმით, ბიონსემ ქმრის ტელეფონში საეჭვო შინაარსის შეტყობინებებიც იპოვნა და ზემოთხსენებულ გადაწყვეტილებამდეც ამის შემდეგ მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ “In Touch“-ს წყაროდ ვითომდა ოჯახთან დახლოებული პირი ჰყავს მოყვანილი, ინფორმაციის 100%-იან სიმართლედ მიღება მაინც არაა საჭირო. ეს სწორედ ის ტაბლოიდია, რომელმაც თავის დროზე ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაშორებაზე საუბრობდა, თუმცა ეს ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა.
გადრა ამისა, სტატიის გამოსვლიდან მალევე, ინტერნეტში პაპარაცების გადაღებული ახალი ფოტოები გამოჩნდა, სადაც ბიონსე და ჯეი ზი ერთად სანაპიროზე სეირნობენ და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მათი 7 წლიანი თანაცხოვრების შემდეგაც კი, მეუღლეებს შორის ვნება არ ჩამცხრალა. 45 წლის რეპერი და მისი 34 წლის ლამაზმანი მეუღლე, ფოტოებში პატარა შეყვარებულებივით გამოიყურებიან, ერთმანეთს ეხვევიან და მხურვალედ ჰკოცნიან.
შეგახსენებთ, რომ წვილი სარდინიაზე ოჯახურ არდადეგებს ბლუ აივისთან ერთად ატარებს. მეუღლეები კამერების წინ რამდენიმე დღის განმავლობაში არ გამოჩენილან, თუმცა მხოლოდ ეს ფოტოებც კი საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო წყვილს არაფერი ემუქრება და მათ პირად ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურადაა.