ბიონსე ბრუნდება

0
29

უკვე რამდენიმე თვეა ბიონსესგან ფანებს ახალი არაფერი მოუსმენიათ, თუმცა როგორც რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნებული რამდენიმეწამიანი ვიდეო გვაუწყებს, მალე მათ მომღერლის ახალი სინგლის მოსმენის საშუალება მიეცემათ, რომელიც Naughty Boy-ს, ეროუ ბენჯამინისა და არენბი დივას კოლაბორაციას წარმოადგენს.

რამდენიმე საათის წინ VEVO-ზე გამოჩნდა, ვიდეო, რომელიც ზემოთხსენებული სამეულის ახალი კლიპის თიზერი გახლავთ. ნამუშევარს “Runnin’ (Lose It All)” ქვია და როგორც კლიპის ნაწყვეტიდან ჩანს ის წყალქვეშ არის გადაღებული.

მუსიკალური გამოცემების ცნობით სინგლის სრული ვერსია 17 სექტემბერს გახდება ხელმისაწვდომი, რაც შეეხება კლიპს, ჯერჯერობით უცნობია როდის იხილავს მას მაყურებელი…

[jwplayer mediaid=”2967″]