Billboard Hot 100-ის მიმდინარე კვირის ლიდერები

0
24

ახალბედა ჰიტმეიქერი – OMI კვლავ Billboard Hot 100-ის ლიდერია, თავისი ბოლო ნამუშევრით “Cheerleader”, რომლის რელიზიც ჯერ კიდევ 2012 წელს შედგა, რემიქსის სახით კი გასულ წელს გამოვიდა.

რაც შეეხება ჩარტის მეორე პოზიციას – მას The Weeknd-ის ახალი სინგლი “Can’t Feel My Face” იკავებს, რომელიც აქამდე ასეულის ლიდერი გახლდათ. მესამე ადგილზე Silento-ს “Watch Me” გახლავთ. მომდევნ პოზიციას კი წლევანდელი ზაფხული გიტი – Major Lazer-ის, DJ Snake-ისა და MO-ს ერთობლივი სიმღერა – “Lean On” იკავებს.

აღსანიშნავია, რომ Billboard Hot 100-ის ლიდერთა ხუთეულში, მეხუთე ადგილზე The Weeknd-ის კიდევ ერთი სინგლი “The Hills” იმყოფება.

აქვე გეტყვით, რომ Lana Del Rey-ს უახლესი ნამუშევარი “High by the Beach”, რომელიც გასულ კვირაში გამოვიდა უკვე მოექცა ჩარტის მეშვიდე ადგილზე…