ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო „ბიამ“ 16 წლიანი საქმიანობა შეაჯამა და იუბილე აღნიშნა. ღონისძიებას ქართული ბიზნესის 200 მდე წარმომადგენელი დაესწრო, მოწვეულ სტუმრებს შორის კი ბიას ქართველი და უცხოელი პარტნიორები იმყოფებოდნენ. საიუბილეო საღამოზე დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა, სადაც კომპანიამ ლოიალური მომხმარებლები და პარტნიორები სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა. დაჯილდოებულთა შორის რადიო ფორტუნას გენერალური დირექტორი თამარ ჩიგოგიძე გახლდათ, რომელსაც სიგელი ნომინაციაში „ყველაზე ერთგული მედია მხარდამჭერი“ გადაეცა. საღამოს მუსიკალურად ინგლისსა და უკრაინაში მოღვაწე მომღერალი სოფი ვილი აფორმებდა.