Beyoncé პლანეტის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ათეულში მოხვდა

0
2768

2016 წელიც ნელ-ნელა მიილია, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე მისი შეჯამება შეგვიძლია. ჟურნალმა “ფორბს“-მა არაერთხელ მოგვაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ შეძლო გასული წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი შემოსავლის დაგროვება. ამჯერად კი მსგავს რეიტინგს ჟურნალი “Vanity” აქვეყნებს. გამომცემლობამ გადაწყვიტა, პლანეტის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ვინაობა დაედგინა.

პირველი ათეული ცხადია ბიზნესმენებს, მედიამაგნატებს და სხვადასხვა პოპულარული რესურსის დამფუძნებლებს დაეთმო. თუმცა როგორც ჩანს ათეულში, შედარებით უფრო შემოქმედებითი პროფესიის ადამიანისთვის, კერძოდ კი ბიონსესთვისაც მოიძებნა ადგილი.

პირველი ათეულის სრული სია ასე გამოიყურება:

1. ჯეფ ბეზოსი – “Amazon“-ის დამფუძნებელი.
2. მარკ ცუკერბერგი -“Facebook” -ის დამფუძნებელი.
3. ევან შპიგელი – “SnapChat”-ის დამფუძნებელი.
4. ბობ აიგერი – კომპანია “The Walt Disney” -ის მმართველი.
5. ელონ მასკი – “Space X”-ის და “Tesla”-ს დამფუძნებელი.
6. რიდ ჰასტინგსი – სერვის “Netflix“-ის დამფუძნებელი.
7. ტრევის კალანიკი – “Uber”-ის დამფუძნებელი.
8. რუპერტ მერდოკი – მედიამაგნატი.
9. ჟენ ლიუ და ჩენგ ვეი – “Uber”-ის ჩინური ანალოგის შემქმნელები.
10. ბიონსე – მომღერალი.

ყველაზე გავლენიანი ადამიანების 100 – ეულში შოუ ბიზნესის სხვა წარმომადგენლებიც შევიდნენ, მათ შორის არიან კარდაშიანები, ტეილორ სვიფტი, ადელი და სხვები, თუმცა აღსანიშნავია, რომ ტოპ ათეულში, ბიზნესმენებთან ერთად შოუბიზნესიდან, მხოლოდ ბიონსე მოხვდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here