Beyoncé-მ ამერიკის აბსოლუტურად ყველა შტატში ჰომოსექსუალ წყვილთათვის ოფიციალური ქორწინების უფლების მინიჭებებით გამოწვეული სიხარული ისნტაგრამზე გაზიარებული ვიდეოთი გამოხატა – ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა 18-წამიანი კლიპი, რომელშიც შემსრულებელი თავისივე სიმღერის ფონზე საჯდომს ათამაშებს და ყველა გეი თუ ლესბოსელ წყვილს ულოცავს.
Beyoncé-ს რამდენიმე კადრში ცისარტყელის ფერებში გადაწყვიტელი კაბა აცვია, ცისარტყელაა გამოსახული მის ვარდისფერ ზედატანზეც, შემსრულებელი შვიდფერში გადაწყვეტილი მოსასხამით სკამზე წამოსკუპებული მიგორავს.
26 ივნისს ამერიკის 50-ივე შტატში ჰომოსექსუალ წყვილებს ოფიციალური ქორწინების უფლება მიანიჭეს – თუკი აქამდე ეს მხოლოდ 36 შტატში იყო შესაძლებელი, ამჯერად, ქვეყნის აბსოლუტურად ყველა ნაწილში წვყილებს უფლება მიენიჭათ იქორწინონ და ოფიციალური მეუღლეების სტატუსი მიიღონ. სხვათ აშორის, Beyoncé არ ყოფილა პირველი, რომელმაც ამ ფაქტით აღფრთოვანება გამოხატა – Taylor Swift-ი, Ricky Martin-ი, Hillary Clinton-ი და სხვ. გადაწყვეტილებით ბედნიერები არიან და სოციალური ქსელებით მადლობის წერილებს ავრცელებენ.
ამჯერად მთელ ამერიკაში და არამარტო სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებული მოქალაქეები ელჯიბითი თემის მიმართ პატივისცემის გამოსახატად ცისარტყელას ფერებში გადაწყვეტილი ფოტოებითაა აჭრელებული…