ბესო ზანგურის ემოციური მიძღვნა დედას – „ბიჭებო, ნუ გრცხვენიათ დედისთვის სიყვარულის ახსნა!..“

0
1560

ბესო ზანგური ემოციურ პოსტს აქვეყნებს დედის შესახებ, რომელიც ავადაა და თავს კარგად ვერ გრძნობს. მსახიობი აღნიშნავს, რომ ახლა მიხვდა, დედის მიმართ სიყვარული უფრო ხშირად უნდა გამოეხატა.

ბესო წერს:

„ჩამოვედი და ჩემმა ტკბილმა და ერთადერთმა დარჩენილმა ნუგეშმა დედამ სიურპრიზი დამახვედრა: სტომა ამოღებული,ზონდი მოღებული და წყლის ბოთლი აიღო და დალია ❤️ ❤️ ❤️ ❤️ ❤️აქამდე რომ მცოდნოდა, რომ ასე მიყვარდა, ხომ ყოველდღე ასჯერ დღეში ავუხსნიდი სიყვარულს. ორ დღეში ჩემი ძმა მიფრინავს და მარტო შევუდგები მის მოვლას… არც არავინ გვჭირდება ჩვენ… ვიქნებით ორნი და ყველაფერს ერთად გადავლახავთ, ერთად გადავიტანთ… ბევრს ვიცინებთ ერთად და ბევრს ვიღადავებთ მარტოობასა და ავადმყოფობაზე.

❗️ბიჭებო, ნუ გრცხვენიათ, დედებს სიყვარული აუხსნათ, ისე მტანჯავს, ისე, რომ სულ არასოდეს ვეფერებოდი… არც ვიკარებდი, ღამე რომ მომისვამდა ბეჭებზე ხელს, ბუზღუნით ვიშორებდი… როდის დადგება ის დღე, რომ ჩაძინებულს საბანი დსმაფაროს და ტკბილი ხმა ჩამესმას: ბესო, ჩემო სიცოცხლე, ოღონდ შენს სახეზე სევდა აღარ დავინახო… როგორ განიცდიდა ჩემს მძიმე ხასიათს ჩემი პატრონი… წევს და მიყურებს სევდიანი თვალებით, ხვდება, რაც ხდება ჩემს გულში, ჩემს ფიქრში… ხელს მომიჭერს და აევსება ცრემლებით თვალები… დედა, არ ინერვიულო, ვეტყვი და გაეღიმება… ჩვენ უსიტყვოდ გვესმის ის, რასაც ზოგი ახსნას ანდომებს. ❗️დე, დედა, დედიკო…

ამხელა ვარ, 28 აგვისტოს 36 წლის ვხდები და პირველად ვგრძნობ, რა არის უპატრონობა… დედა, დე, დედი…. ჩემი სევდა მხოლოდ შენ ხარ და ტკივილის მიზეზიც… დედა, დედიკო… დეე, მე ხომ შენი პირველი მფარველი ანგელოზი ვარ… კარი შემოვაღე და არ გამოხვედი ოთახიდან გახარებული… შენ წევხარ და მე მოვედი… შენ ვერ დამხვდი ისე როგორც მხვდებოდი ხოლმე… დე…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here