ბესო ბერულაშვილს სახელმწიფომ ბინა სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადასცა

0
2051

იუმორისტ ბესო ბერულაშვილს ეკონომიკის სამინისტრომ ბინა აჩუქა. სახლი კანდელაკის ქუჩაზე მდებარეობს, სადაც ბერულაშვილი რამდენიმე წელია ცხოვრობს. ბესო ბერულაშვილს სახლი სახელმწიფომ პირდაპირი შესყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადასცა. როგორც თავად მსახიობი აცხადებს, მას საკუთარი ჰონორარით ბინის ყიდვის საშუალება არ ჰქონდა, ამიტომ ქართველმა ხელოვანებმა ხელმოწერები შეაგროვეს და მთავრობას მისთვის ბინის ჩუქების თხოვნით მიმართეს. წერილი ირაკლი ღარიბაშვილს გაეგზავნა და მას ხელს კულტურის სფეროს წარმომადგენლები აწერენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here