ბერა ივანიშვილმა ახალ კლიპში თავისი პატარა ძმა გადაიღო

0
165

ბერა ივანიშვილი ახალ კლიპს აანონსებს. ოფიციალურ გვერდზე მან ვიდეორგოლიდან ამონარიდი გამოაქვეყნა და თაყვანისმცემლებს შეატყობინა, რომ კლიპი ხილვის შესაძლებლობა მალე ექნებათ. მის ახალ ვიდეორგოლში მისი პატარა ძმა, ცოტნე მონაწილეობს. მცირე ხნის წინ ფეისბუქზე ბერამ მასთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.

ბერა ბოლო დროს საკმაოდ აქტიურია ქართველი თაყვანისმცემლებისთვის. ახლახან მათ სიმღერა “ერთი წამი“ წარუდგინა, რომელიც GDS-ზე რამდენიმე შოუში შეასრულა, ახლა კი კიდევ ერთ სიმღერასა და კლიპს აანონსებს.

როგორც სოციალურ ქსელში აქტიურობიდან ჩანს, ვიდეორგოლს მისი თაყვანისმცემლები დიდი ენთუზიაზმით ელოდებიან.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/beraofficial/videos/957812857630152/” width=”580″ height=”580″ onlyvideo=”1″]

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here