ბერამ წინასაახალწლოდ თაყვანისმცემლებს ახალი კლიპი შესთავაზა, რომელიც საშობაოა. სიმღერის სახელწოდებაა „I Can See It Now“, რომელმაც შემსრულებლის გულშემატკივრების დიდი მოწონება დაიმსახურა.
როგორც ბერა წერს, ახალი კლიპის პრემიერა მაყურებლისთვის კინო „რუსთაველში“ შედგება. 5 იანვარს, 16:00 საათზე, ის თავის თაყვანისმცემლებს კლიპის პირველ ჩვენებაზე ეპატიჟება.