ბერა ივანიშვილი ქართულ “ოლსტარსზე” გამოვა

0
18

ბერა ივანიშვილი ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურდა, რამდენიმე სიმღერა ჩაწერა და წარუდგინა საკუთარ თაყვანისმცემლებს, აქტიურად იყო ჩართული GDS-ის ყველა პროექტის განხორციელებაში, ზაკ რისთან ერთად იჯდა “გახდი ვარსკვლავის“ ჟიურიში…

23 იანვარს, დღის ორ საათზე, ახალ სპორტის სასახლეში ბერა ქართული “ოლსტარსის” თამაშში მიიღებს მონაწილეობას. ამ დღეს, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კალაბურთელები შოუ-მატჩში გამოვლენ, შედგება კონკურსები, სამქულიანების სროლაში და ჩატენვებში. შოუ ითვალისწინებს მუსიკალურ პაუზებსაც, რა დროსაც ბერა ივანიშვილი მაყურებლის წინაშე საკუთარი პროგრამით წარდგება.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში სპეციალური პრომოვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც საკუთარ თაყვანისმცემლებს ახალ სპორტის სასახლეში მისვლისკენ მოუწოდა. იმის გათვალისწინებით, რომ ბერას კონცერტები იშვიათად ტარდება, ეს მისი მუსიკის დამფასებლებს შორის დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევს.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/beraofficial/videos/935649603179811/” width=”580″ height=”580″ onlyvideo=”1″]

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here