ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ბერა ივანიშვილი კანში გაემგზავრა, სადაც 17 მაისს, სტარტი მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა კინოფესტივალმა აიღო. ბერა ივანიშვილი კანის კინოფესტივალზე სტუმრის სტატუსით იმყოფება.
კანის შემდეგ, ბერა ამერიკაში გაემგზავრება, როგორც მომღერალმა „მიუზიკ ბოქსს“ განუცხადა, ის ამერიკაში კლიპის გადაღებას აპირებს.